|
2016-05-10 16:07:19, 997 ნახვა
სამართალი
სექსუალური შევიწროვება შესაძლოა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადდეს
სექსუალური შევიწროვება, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დროს, შესაძლოა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადდეს. აღნიშნულს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს, ან იწვევს პირის ღირსების შელახვას, ან მისთვის დამამცირებელი, მტრული, ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. თუ ეს ქმედება ჩადენილი იქნება, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. თუ შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, ან ფიზიკური ქცევა, ჩადენილი იქნება სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირის მიმართ, - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო თუ აღნიშნული ქმედება, ჩადენილი იქნება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით. ცვლილებების თანახმად, სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს, ან იწვევს პირის ღირსების შელახვას, ან მისთვის დამამცირებელი, მტრული, ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. თუ აღნიშნული ქმედება, ჩადენილი იქნება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, პირი1000 ლარის ოდენობით თანხით დ აჯარიმდება. კანონპროექტის ინიციატორები „რესპუბლიკური“ პარტიის წევრები თამარ ხიდაშელი და თამარ კორძაია არიან.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)