|
2016-05-10 11:30:18, 1245 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონის ინფორმაციით, ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს
ერაყის ანბარის პროვინციაში კოალიციის ავიადარტყმის შედეგად “ისლამური სახელმწიფოს” ლიდერი აბუ ვაჰიბი მოკლეს, - ამის შესახებ BBC პენტაგონზე იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის პიტერ კუკის ცნობით, ავტომობილზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმას ვაჰიბის გარდა კიდევ სამი მებრძოლი ემსხვერპლა. ცნობისთვის, აბუ ვაჰიბის გარდაცვალების შესახებ მედიაში ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა აქამდე პენტაგონი მის სიკვდილს არ ადაუდასტურებდა. აღსანიშნავია, რომ “ალ-ქაიდას” ყოფილი წევრი აბუ ვაჰიბი ერაყში ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა 2012 წელს ის პატიმრობიდან გაიქცა. აბუ ვაჰიბი მონაწილეობდა სატვირთო ავტომობილების მძღოლების მკვლელობაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)