|
2016-05-10 11:18:41, 615 ნახვა
პოლიტიკა
ჩეხეთის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტთან იან ჰამაჩეკთან შეხვედრა გამართა, რომელიც 9-11 მაისს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს საქართველოს. ჰამაჩეკის ვიზიტი საქართველოსადმი ჩეხეთის მხარდაჭერის კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულებაა. შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის განსაკუთრებულად მაღალი დონე და საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის როლი ამ პროცესში, მათ შორის, ვიზიტების აქტიური დინამიკა. მიხეილ ჯანელიძემ კმაყოფილება გამოთქვა ჩეხეთის პარლამენტის სენატის ვიცე-პრეზიდენტის პრშემისლ სობოტკას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის თაობაზე, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით განხორციელდება. უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩეხეთის მხარეს მადლობა გადაუხადა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის, რაც საკანონმდებლო ორგანოს რეზოლუციებითაც დასტურდება. დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტმა, მ/წლის იანვარში, მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებისკენ მოუწოდა. საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრისას, მიხეილ ჯანელიძემ იან ჰამაჩეკს გააცნო ქართული მხარის მოლოდინები ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უახლოეს მომავალში ამოქმედების მნიშვნელობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩეხეთის მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციის პროცესში. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გამოწვევებს, ისევე როგორც საერთაშორისო დღის წესრიგში მდგარ აქტუალურ საკითხებს. ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)