|
2016-05-09 18:00:22, 4636 ნახვა
კულტურა
11 მაისს თბილისში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნება
11 მაისს, 11:00 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა„ ოფიციალურად გაიხსნება მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში", რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება. სიმპოზიუმის მიზანია ქართველი და უცხოელი ხელოვანებისა და მოქანდაკეების ერთ სივრცეში ინტეგრირება, თანამედროვე ქანდაკების აქტუალური საკითხებისა და ტენდენციების განხილვა, ახალი ტექნოლოგიებისა და მიმართულებების დანერგვა. სიმპოზიუმი ჩატარდება საერთაშაორისო სტანდარტებისა და ნორმების დაცვით. გაიმართება „ვორქშოპები" და პრეზენტაციების წარდგენა. მასში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები სხვადასახვა ქვეყნიდან: იტალია, ფინეთი, საფრანგეთი, ინგლისი, ირლანდია, საბერძნეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი.. სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ მომზადდება ხელოვნების საერთაშორისო არტ კატალოგი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ღონისძიების მიმდინარეობა, ვიზუალური მასალა, სტატიები, პრეზენტაციების რეზიუმე, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება ხელოვნების სფეროში მოღვაწეთათვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)