|
2016-05-05 12:04:59, 891 ნახვა
სამართალი
ჯანდიერი: ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა და დღესაც ცდილობს, რომ სასამართლო საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს
სასამართლოში შექმნილი სიტუაცია, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, - ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" სამართლის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით ჯანდიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. ჯანდიერის განცხადებით, ის სურათი, რომელსაც საზოგადოება სასამართლო სისტემაშ ხედავს არავითარი ოპტიმისტური დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ამასთან მისივე თქმით, ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა სასამართლო ხელისუფლების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას. "სასამართლოში შექმნილი სიტუაცია, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ის სურათი, რომელსაც ვხედავთ, არავითარი ოპტიმისტური დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა, გამოეყენებინა სასამართლო ხელისფლება საკუთარი ინტერესებისთვის და ამას დღესაც ვხედავთ. „საქართველოს განვითარების ფონდში“ შევუმუშავეთ კანონპროექტი, ერთი მიზნით, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღება არ ხდებოდეს გარიგებების საფუძველზე. რიგითი მოსამართლის დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი და საქართველოში არსებობდეს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ იმგვარი კანონმდელობა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება", - განაცხადა ჯანდიერმა. ცნობისთვის, „საქართველოს განვითარების ფონდი" ამ წუთებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილოებების პაკეტს აცნობს. შემუშავებული კანონპროექტები სასამართლო კორპუსის დაკომპლექტების რეგულაციების გამოსწორებას გულისხმობს.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)