|
2016-05-04 22:15:54, 845 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა start up-ების დაფინანსებას იწყებს
ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი MDI & Associates -ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ივანოვსკის (Mark Iwanowski) შეხვდა. შეხვედრას მთავარი თემა, რომელსაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე ესწრებოდა, საქართველოში სტარტაპების ხელშეწყობა იყო. მარკ ივანოვსკი არის ვენჩურ-ინვესტორი სილიკონის ველიდან, რომელიც საქართველოს მთავრობას სტარტაპების პროგრამის გამართვაში დაეხმარება. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოში პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში სტარტაპების ხელშეწყობის მექანიზმების ფორმირება იწყება. პროექტი უახლოეს მომავალში ჩაეშვება დამოხდება კონკრეტული სტარტაპების დაფინანსება, რათა შემდგომ ისინი მზად იყვნენ გლობალურ ბაზარზე გასასვლელად. მათ შორის მოხდება სილიკონის ველზე გლობალური ვენჩურ-ინვესტორებისთვის პროექტების წარდგენა. ინფორმაციისთვის:მარკ ივანოვსკი არის გლობალური მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის ევანგელისტი, როგორც კომერციულ, ისე სამთავრობო სივრცეში. ივანოვსკი იკავებდა აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციებს დაახლოებით 500 წამყვან კომპანიაში, მათ შორის: Oracle, Honeywell, Raytheon და SAIC. მარკ ივანოვსკი პარტნიორი პოლონეთში ,,ზრდის ფონდის’’ Growth Fund III. მანამდე იყო მსოფლიოს უმსხვილესი საწარმოს Global IT for Oracle Corporation - ის ვიცე პრეზიდენტი. ის სათავეში ედგა Oracle’s- ის IT სისტემების მართვას 150-ზე მეტ ქვეყანაში.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)