|
2016-05-03 18:37:18, 539 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს ულოცავს
გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს ულოცავს. „თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღე. მსურს აღვნიშნო, რომ პოლონელმა ხალხმა მრავალი გამოწვევა დაძლია წარმატებული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. მოხარული ვარ, რომ ამჟამად, ჩვენ ვხედავთ ძლიერ ევროპულ ქვეყანას, რომელსაც ღირსეული ადგილი უკავია საერთაშორისო არენაზე. ძლიერი პარტნიორული ურთიერთობა, მე მაძლევს თავდაჯერებულობას, რომ საერთო ძალისხმევით, საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ისტორიული მეგობრული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ. ვიყენებ რა ამ შესაძლებლობას, მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისათვის. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები მეგობარი პოლონელი ხალხის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისათვის", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)