|
2015-02-23 11:04:25, 662 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნულ პარკებს 1 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გადაეცემათ
საქართველოს ეროვნულ პარკებს კავკასიის ბუნების დაცვის ფონდისგან ერთი მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გადაეცემათ. საგრანტო ხეშეკრულებას ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შონვაძემ და კავკასიის ბუნების ფონდის პროგრამის დირექტორმა დანიელ სეპიკმა მოაწერეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულება ვაშლოვანის, თუშეთის, ყაზბეგის, კინტრიშის, ჯავახეთის და ალგეთის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განახლებას ითვალისწინებს. გრანტის საერთო თანხა ერთ მილიონ ევროს შეადგენს. ხელშეკრულება უზრუნველყოფს 3 წლის მანძილზე ცხოველთა სამყაროს სახეობაზე მონიტორინგის სისტემის შექმნას, ტურისტულ ინფრასტრუქტურის აღდგენას, მათ მოვლა-შენახვას, სახელფასო დანამატს, საკონსულტაციო მომსახურეობასა და სხვა საოპრეაციო ხარჯებს. „ მოხარულები ვართ, რომ ამ გრანტის მეშვეობით ვეხმარებით საქართველოს. შეთანხმებისთანახმად, დაცულ ტერიტორიების რეინჯერებს გადაეცემათ ახალი აღჭურვილობა, ასევე თანამშრომლებს გაეზრდებათ ხელფასები და განახლდება დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კავკასიის ბუნების ფონდის პროგრამის დირექტორმა დანიელ სეპიკმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)