|
2016-04-30 14:00:33, 1294 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადში აფეთქებას 17 ადამიანი შეეწირა, 40-ზე მეტი დაშავდა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადთან ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40-ზე მეტი დაშავდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო განთავსებული. აფეთქება ქალაქ ნაჰრავანის ხალხმრავალ ბაზართან მოხდა. მედიის ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა აღსანიშნავია, რომ „ისლამური სახელმწიფო“ დარტყმებს აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირად ახორციელებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში ბაღდადში 40 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აღსანიშნვია, რომ მედია საშუალებები მომხდარტან დაკავშირებიტ სხვადასხვა ვერსიებს ავრცელებენ. ერთ-ერთი ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა გზის ნაპირთან იყო დამონტაჟებული, მეორე ვერსიით კი ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)