|
2016-04-28 15:21:09, 901 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა „კრწანისში“ ხეები დარგეს
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე გამწვანების აქცია დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ხეები, ეროვნული სასწავლო ცენტრის დაარსებიდან მე-19 წლისთავთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა - დავით ებრალიძემ, ანა დოლიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დარგეს. „მნიშვნელოვანია, რომ აქ იყოს კარგი გარემო, არა მხოლოდ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, არამედ, უამრავი უცხოელისთვის, რომელიც სასწავლო ცენტრში ჩამოდის. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მწვანე გარემოს და ახალი წესით აღვნიშნავთ ჩვენი დაწესებულებების იუბილეს. გამწვანების აქცია მომავალშიც გაგრძელდება. ამ სიმბოლური აქციით გვინდა ვთქვათ, რომ ეს არის დაწესებულება, რომელსაც აქვს წარსული, მაგრამ, ამავე დროს, აქვს ბრწყინვალე მომავალი“, - განაცხადა ანა დოლიძემ. ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორია ეტაპობრივად გამწვანდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)