|
2016-04-28 12:46:24, 590 ნახვა
საზოგადოება
2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, უმაღლესი განათლება საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 26,7%-ს აქვს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის 2014 წლის აღწერის შედეგად, 10 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში განათლების მიღწეული დონის შესახებ გახდა ცნობილი. აღწერის შედეგად, მოსახლეობის 26,7% უმაღლესი განათლების მქონეა, პროფესიულის-17,4%, სრული ზოგადო განათლების-36,7%. ზოგადი განათლების საბაზო საფეხური მიუთითა 8,4%-მა, ხოლო დაწყებითი საფეხური-5,7 პროცენტმა. განათლების დონის შესახებ მონაცემები განსხვავდება დასახლებების ტიპების მიხედვით. მაგალითად, უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის 78,0 პროცენტი საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს, ხოლო 22,9 პროცენტი-სასოფლოში. სრული ზოგადი განათლების მქონეთა 47,2 პროცენტი საქალაქო დასახლებებშია, ხოლო 52,8 პროცენტი-სასოფლოში. საქართველოს მოსახლეობის აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. საქსტატის ინფორმაციით, აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82%. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში, მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3724 დასახლება.
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)