|
2016-04-27 09:40:20, 804 ნახვა
სამართალი
შს სამინისტროს დელეგაცია რუმინეთში შეხვედრებს მართავს
საქართველოს შს მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში გრძელდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, შს სამინისტროს დელეგაცია, შს მინისტრის პირველი მოადგილის - ბესიკ ამირანაშვილისა და შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის ხელმძღვანელობით, ბუქარესტში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. ქართული დელეგაცია რუმინეთის საზღვრის დაცვის პოლიციის გენერალურ ინსპექტორატს ეწვივია. შს სამინისტროს წარმომადგენლებს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელებმა უწყების საქმიანობის ამსახველი პრეზენტაცია წარუდგინეს და საზღვის ელექტრონული მართვის ცენტრი დაათვალიერებინეს. შეხვედრაზე საქართველოსა და რუმინეთში არსებული სასაზღვრო კონტროლის სისტემები განიხილეს და საზღვრის შესაძლებლობების გაძლიერება-მოდერნიზაციის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. მხარეებმა არალეგალურ მიგრაციასთან ერთობლივი ბრძოლის სამომავლო გეგმები დასახეს, უწყებებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ქართული დელეგაცია ბუქარესტში A.I. CUZA-ს პოლიციის აკადემიასაც ესტუმრა. აკადემიის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ტორიე დენიელ-კოსტელიმ სტუმრებს რუმინეთის პოლიციის აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა საქართველოს შსს-ს აკადემიის შესაძლებლობების განვითარებაზე და მის რეგიონულ საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბების გეგმებზე ისაუბრა. მხარეებმა უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრები საერთაშორისო პოლიციის თანამშრომლობის ცენტრშიც გამართეს. ქართული დელეგაცია რუმინეთის ევროპოლისა და ინტერპოლის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. შეხვედრაზე, გლობალური გამოწვევების ფონზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე იმსჯელეს, გამოცდილების გაზიარებასა და ურთიერთობების განვითარებაზე შეთანხმდნენ.
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)