|
2016-04-26 17:44:29, 900 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლაევში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი "ნიკოლაევი-ბათუმი" ჩატარდა
უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში დღეს საინვესტიციო ფორუმი "ნიკოლაევი-ბათუმი" გაიხსნა. ფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს ეცნობიან. ფორუმი აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გახსნა. მთავრობის ხელმძღვანელი ფორუმის მონაწილეებს მიესალმა. არჩილ ხაბაძემ სიტყვით გამოსვლისას აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე და ორ რეგიონს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა. ფორუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ნიკოლაევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. დელეგაციის წარმომადგენლები პოტენციურ ინვესტორებთან, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს მართავენ. ფორუმზე ქ.ნიკოლაევის წარმომადგენლებს აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული სპეციალური პრეზენტაციით მიეწოდათ. ფორუმის მონაწილეები ასევე აჭარის რეგიონის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლს გაეცნენ. პრეზენტაციას ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი გამართავს. ქ.ნიკოლაევში სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, აჭარაში სხვადასხვა სექტორში, კერძოდ მშენებლობის, ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ისინი თავიანთ გამოცდილებას ადგილობრივ ინვესტორებს გაუზიარებენ. პრეზენტაციების შემდეგ ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართება, რაც ქართულ და უკრაინულ კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას შეუწყობს ხელს. დელეგაცია უკრაინას 27 აპრილს დატოვებს.
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)