|
2016-04-26 15:39:24, 906 ნახვა
ეკონომიკა
PSP-მ ახალი ბრიტანული მოდელის აფთიაქი გახსნა
PSP-მ, რომელიც 22 წელი საქართველოს ფარმაციის ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს, განახლებული ბრიტანული მოდელის აფთიაქი გახსნა. ობიექტი თბილისში, აბაშიძის 41-ში მდებარეობს, სამი ნაწილისგან შედგება და აფთიაქის, სილამაზისა და ოჯახზე ზრუნვის კუთხეებს მოიცავს. ფორმატის განახლებაზე ქართველებთან ერთად, ბრიტანელი დიზაინერები და ბრენდინგის სპეციალისტები მუშაობდნენ. "ჩვენ მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყანაში ვმუშაობთ და შევეცადეთ, ქართველ მომხმარებელზე გავლილი უნიკალური კონცეფცია შეგვემუშავებია. ობიექტში ცალკე იქნება გამოყოფილი აფთიაქის ზონა, ცალკე იქნება ყველაფერი ბავშვებისა და ოჯახზე ზრუნვისათვის და დიდი ნაწილი დაეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული და ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების დიდი ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს. PSP-ს ახალი ფორმატი სრულიად ინოვაციურია ქართულ ბაზარზე და მსოფლიოს თანამედროვე ტრენდებს სრულიად პასუხობს. ამგვარი ტიპის აფთიაქი არა მარტო საქართველოში, არამედ პოტსაბჭოთა სივრცეშიც არ გვხდება. აუცილებლად ვურჩევთ PSP-ს წარმომადგენლებს ახალი კონცეფციით დიზაინისა, თუ ბრენდინგის კონკურსში მიიღონ მონაწილეობა",-განაცხადა კონცეფციის ბრიტანელმა თანაავტორმა ტობიას ჰაინესმა. ანალოგიური ტიპის აფთიაქები თბილისის ყველა უბანში და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაიხსნება. "PSP 22 წელია, რაც ფარმაცევტული ბაზრის ლიდერია. ჩვენ ვართ ინოვაციური კომპანია, რისი დასტურიც არის დღევანდელი ახალი აფთიაქის, ახალი კონცეფციით გახსნა. ეს უფრო მეტია, ვიდრე აფთიაქი. ახალი კონცეფცია ჩვენ ბრიტანელ კონსულტანტებთან ერთად ამუშავდა და მაქსიმალურად მოვარგეთ ის ჩვენი ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას. ეს არის პირველი და, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ასეთი აფთიაქების გაკეთება, რადგან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც სტუმრებში, ასევე მომხმარებელში", - აღნიშნა PSP ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა გოჩა გოგილაშვილმა. PSP-ს სამივე ნაწილი მომხმარებელს ყველასთვის ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს. მედიკამენტზე ფასდაკლების დღეები კვლავ სამშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იქნება. ასევე შეთავაზებული იქნება საუკეთესო ფასები ფრანგული და სხვა ევროპული კოსმეტიკის პროდუქტებსა და ბავშვთა მოვლის საშუალებებზე. ყოველ პარასკევს 14:00-დან 20:00 საათამდე, მომხმარებელს საშუალება ექნება, უფასოდ გაიკეთოს მაკიაჟი და ჩაიტაროს კანის დიაგნოსტიკა. ყველა, ვინც 10 ლარის პროდუქტს შეიძენს, ავტომატურად ჩაერთვება PSP-ს წამახალისებელ გათამაშებაში და მერსედესის, ბინისა, თუ 2000 ლარიანი ხელფასის მოგების შანსს მიიღებს. (R)
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)