|
2016-04-25 17:09:18, 923 ნახვა
სამართალი
გურჯაანი-თბილისის ავტომაგისტრალზე 20-ტონიანი ბენზინმზიდი ამოტრიალდა
გურჯაანი-თელავი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ვეჯინთან 20-ტონიანი საწვავით სავსე ბენზინმზიდი ამოტრიალდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, რომ კომპანია "ვისოლის" ბენზინმზიდი გადაბრუნდა. ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები, მოსხმული ქაფი, რათა ბენზინმა მოსახლეობა არ დააზარალოს. მათივე ინფორმაციით, აალების საფრთხე თითქმის არ არსებობს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა გზის სავალი ნაწილიდან ბენზინმზიდის გადატანა მოახერხეს. სააგენტოში იმასაც აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ადგილზე უკვე მივიდნენ "ვისოლის" წარმომადგენლები, რომელიც თავად უზრუნველყოფს სამუშაოების დასრულებას. "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც ანალოგიური ინფორმაცია მიაწოდეს. მათი ინფორმაციით, აალების საშიშროება ამ დროისთვის არ არსებობს. ავტოსაგზაო შემთხვევა ადმინისტრაციულად გაფორმდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)