22:28 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 16:21:26, 422 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთსა და უნგრეთში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი რუმინეთსა და უნგრეთში დაიწყო.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი რუმინეთის შინაგან საქმეთა მინისტრ პეტრე ტობას შეხვდება. შს მინისტრი ასევე ეწვევა რუმინეთის სასაზღვრო პოლიციას, „A.I. CUZA“-ს პოლიციის აკადემიას, რუმინეთის ჟანდარმერიის გენერალურ ინსპექტორატს და პარლამენტს.

უნგრეთში გიორგი მღებრიშვილი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდება. საქართველოს დელეგაცია, შს მინისტრის ხელმძღვანელობით, შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სამართალდამცავ აკადემიაში (ILEA), ევროპის პოლიციის კოლეჯში (CEPOL), საჯარო მომსახურების ეროვნულ უნივერსიტეტში, კატასტროფათა მართვის ეროვნულ გენერალურ დირექტორატსა და ეროვნული პოლიციის შტაბ-ბინაში.

შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი რუმინეთსა და უნგრეთში 28 აპრილს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics