13:28 - 07 Jul, 2026
|
2016-04-25 16:07:53, 897 ნახვა
სამართალი
„წითელ ხიდზე“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოვლინდა
23 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“, მებაჟე ოფიცრებმა ოქროს შემოტანის წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. "აზერბაიჯანის მოქალაქე ს.ბ.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ ძვირფასი თვლებით გაფორმებული 55,03 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3988,64 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3988,64 ლარის ოდენობით",-ნათქვამია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)