|
2016-04-25 14:28:08, 1474 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი რუსეთის აგრესიის შესაკავებლად 3,4 მილიარდ დოლარის გამოყოფას გეგმავს
თეთრი სახლი რუსეთის აგრესიის შესაკავებლად 3,4 მილიარდ დოლარის გამოყოფას გეგმავს, - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, აღნიშნული საკითხი კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტი განიხილავს. კონგრესმა შესაძლოა, უკრაინისთვის სამხედროების მოსამზადებლად 150 მილიონი დოლარის გამოყოფასაც დაუჭიროს მხარი. როგორც აშშ-ის კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა ადამ სმიტმა განაცხადა, ვაშინგტონის მთავარ მიზანს აღმოსავლეთ ევროპაში წარმომადგენლობის არსებობა და მოკავშირეების მხარდაჭერა წარმოადგენს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად გათვალისწინებული თანხის უმეტესი ნაწილი აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება. ბიუჯეტში გათვალისწინებულია ასევე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დახმარება. როგორც ვაშინგტონში მიიჩნევენ, ეს ქვეყნები, მოსკოვის მხრიდან ზეწოლას ყველაზე მეტად განიცდიან.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)