21:12 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 15:29:58, 498 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: შსს საზოგადოებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად გადავაქციეთ

"შსს საზოგადოებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად გადავაქციეთ, მივიღეთ  პოლიციის შესახებ კანონი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს სტანდარტებს ნერგავს", -ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონი პოლიციის შესახებ, ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს სტანდარტებს ნერგავს.

 "შსს გადავაქციეთ საზოგადოებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციად. შევქმენით და მივიღეთ ახალი კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს სტანდარტებს ნერგავს, სამართლიანობის, თანასწორუფლებიანობის, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის განმტკიცებას უზრუნველყოფს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მანვე ხელისუფლების მუშაობის დღის წესრიგზეც ისაუბრა, სადაც პრიორიტეტი სამუშაო ადგილებია:

"ჩვენი დღის წესრიგი უპრეცედენტოდ ყოვლისმომცველია. პირველ რიგში სამუშაო ადგილების შექმნა, რეფორმის 4 პუნქტიანი დღის წესრიგის  მიხედვით,  ინვესტიციებისა და ბიზნესის შემდგომი ლიბერალიზაციისთვის. მეორე-ადამიანების ხელშეწყობა უნარ-ჩვევების გაძლიერების გზით, რათა მაქსიმალურად შემცირდეს შეუსაბამობა პროფესიების, სპეციალისტთა მიწოდებასა და მოთხოვნას შორის. მესამე-ინკლუზიურ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის უზრუნველყოფის გზით ღია მმართველობის გაძლიერება", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics