|
2016-04-21 11:31:57, 890 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ დანელია: სოფლის მეურნეობაში 1500-მდე პროექტი განხორციელდა
სოფლის მეურნეობაში 1500-მდე პროექტი განხორციელდა. ჩვენთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანი, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა. მისივე თქმით, სოფლისთვის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია. „მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, გვაქვს 51%-იანი ზრდა ღვინის ექსპორტის კუთხით. თხილი და ღვინო სოფლის მეურნეობაში არის წამყვანი საექსპორტო პროდუქტები. ვიმედოვნებ, რომ ამ კუთხით მაჩვენებელი შარშანწინდელ ნიშნულს მიუახლოვდება და დადებით შედეგებს მივიღებთ“, - განაცხადა დანელიამ. ჟურნალისტის კითხვაზე იქნება თუ არა საკადრო ცვლილებები გუნდში, მინისტრმა აღნიშნა, რომ გუნდში საუბარი ამაზე არ ყოფილა. ,,ამ ეტაპზე ჩვენ ასეთი რამ არ გვსმენია. გუნდში ამაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა პოლიტიკაა და ყველაფერი მოსალოდნელია", - განაცხახა დანელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)