|
2016-04-20 16:02:50, 915 ნახვა
სამხედრო
2017 წლიდან შესაძლოა, ჯარში სავალდებულო გაწვევა გაუქმდეს
2017 წლიდან შესაძლოა, ჯარში სავალდებულო გაწვევა გაუქმდეს. შესაბამისი გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს, თუმცა მას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. "ჩვენ ვთქვით, რომ სავალდებულო სამხედრო ჯარში გაწვევას გავაუქმებდით და ჩვენთვის, თავდაცვის სამინისტროსთვის ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ამას შესაბამისად სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამითი პროცესი მთავრდება, ჩვენი ამოცანაა, დავიწყოთ 2017 წლიდან ნებაყოფლობითი გაწვევის სისტემის ამოქმდება, რომელიც ძალიან ბევრ ნატო-ს წევრ ქვეყანაში მოქმედებს, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტურია, და გაცილებით უფრო მაღალი შედეგის მომტანია. სავალდებულო გაწვევა ჯარში ჩვენ 2017 წელს აღარ გვექნება, ყოველ შემთხვევაში ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტროს გადაწყვეტილება ასეთია, თუმცა, თუ ამ უწყებაში სხვა ხელმძღვანელი მოვა, ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს განსხვავებული",-განაცხადა თინა ხიდაშელმა "მოამბის" ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)