19:57 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 14:03:37, 461 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია  Westwood International Advisors-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო დადებით საინვესტიციო გარემოს,  მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმას და მიმდინარე რეფორმებს. Westwood International Advisors-ის წარმომადგენლების მხრიდან ხაზი გაესვა პროგრესს, რასაც ქვეყანამ მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების მიზნით,  ღია და გამჭვირვალე საინვესტიციო გარემოსა და დადებითი ბიზნესკლიმატის  ჩამოყალიბების კუთხით მიაღწია.  საუბარი შეეხო საპენსიო რეფორმის საკითხებს.

„ოთხდღიანმა ვიზიტმა მოგვცა  შესაძლებლობა, გაგვეგო რა არის ქართველი ხალხის მოტივაცია არსებული პროგრესის მისაღწევად. ქართული გარემო არის ღირშესანიშნავი და მოვუწოდებთ ყველას, რათა ჩამოვიდეს საქართველოში. იმედი მაქვს ისევ ვეწვევით საქართველოს, რათა უკეთ გავეცნოთ იმ პროგრესს, რაც გაქვთ მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და ღია ბაზრის  კუთხით“, - აღნიშნა Westwood International Advisors-ის უფროსმა მენეჯერმა პატრიცია პერეზ კოუტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics