|
2016-04-18 11:01:01, 745 ნახვა
სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, გიორგი გვენეტაძე, - ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, სამგორის გამგეობის ტერიტორიაზე საკვები ობიექტის განთავსებისა და გამგეობის მხრიდან მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით ყოველთვიურად მოსთხოვა და გადასახადის სახით დაუწესა 300 ლარის გადახდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განაგრძობს კორუფციასთან აქტიურ ბრძოლას, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი, გიორგი გვენეტაძე. გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სამგორის გამგეობის ტერიტორიაზე საკვები ობიექტის განთავსებისა და გამგეობის მხრიდან მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით ყოველთვიურად მოსთხოვა და გადასახადის სახით დაუწესა 300 ლარის გადახდა. ბრალდებულმა წინასწარ გამოართვა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ნაწილი 150 ლარი. დაკავებისას გიორგი გვენეტაძე შეეცადა გაქცევას და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის დაჯახება/დაზიანებას, რაც თავიდან იქნა აცილებული, დევნის პროცესში მან ა. წუწუნავას ქუჩაზე ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა რკინის ბოძს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)