18:45 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-17 18:59:43, 481 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის თარიღზე: ცალ-ცალკე პრემიერს და პრეზიდენტს ამ საკითხის გადაწყვეტა არ შეუძლიათ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საარჩევნო თარიღის ადრე გამოცხადებას მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ 5 თვიანი წინასაარჩევნო კამპანიის შემთხვევაში, გარკვეული პრობლემები შეიქმნება.

კერძოდ, უსუფაშვილის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში სპეციალური რეგულაციების გათვალისწინება მოუწევს მედიასაც და ბიუჯეტიდანაც ზედმეტი თანხა დაიხარჯება.

"მე მივესალმე საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ერთობლივ გადაწყვეტილებას საარჩევნო დღის რაც შეიძლება ადრე გამოცხადების თაობაზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი ამ საკითხზე ერთობლივად ჩამოყალიბდებიან, იმიტომ, რომ ცალ-ცალკე არც ერთს და არც მეორეს ამ საკითხის  გადაწყვეტა მოქმედი კონსტიტუციით, არ შეუძლიათ, საჭიროა, ისინი შეთანხმდნენ. არჩევნების დღე რომ გამოცხადებულია, პოლიტიკურად ეს კარგია, სამართლებრივ საკითხებს მემგონი, პრემიერი და პრეზიდენტი თავად გაუმკლავდებიან ისე,  როგორეც მაქსიმალიურად უკეთესი იქნება ქვეყნისთვის",-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics