|
2016-04-17 18:50:28, 2667 ნახვა
სპორტი
ვლადიმერ პაპავა: დიალოგის რეჟიმში ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია
თბილისის სახელმწიფო ინივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, პრემიერსა და სტუდენტებს შორის შეხვედრას არ დასწრებია, თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ გამოითქვა მზაობა პრობლემების გადაჭრის მიზნით მუშაობასთან დაკავშირებით. პაპავას შეფასებით, დიალოგის რეჟიმში ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია. "თვითონ შეხვედრას არ დავსწრებივარ, მაგრამ მე ვიცი სტუდენტებისგანაც და თვითონ პრემიერისგანაც, რომ მზაობა გამოთქვა მუშაობასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა შეიძლება. არის საკითხები, რომელიც გასაკეთებელია, არის საკითხები, რომელიც მომწიფებული არ არის. მაგალითად, 2013 წლის უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას არასდროს ვიწონებდი და არც ახლა ვიწონებ. თეორიულად ლამაზი კონცეფციაა, მაგრამ საქართველო ამისთვის მზად არაა",-განაცხადა ვლადიმერ პაპავამ. შეგახსენებთ, "აუდიტორია 115"-ის სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, რომლითაც არსებობდა, არ უნდ არსებობდეს. აღნიშნულ საკითხზე მომდევნო კვირაში პრემიერსა და სტუდენტებს შორის მორიგი შეხვედრაც დაიგეგმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)