|
2016-04-15 16:49:52, 1306 ნახვა
მსოფლიო
დუბაიში ქართველი ქალის ცხედარი იპოვეს
დუბაის სასამართლოს შენობასთან, შიშველი ქალის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახემ Gulf News იუწყება. როგორც მედია საშუალება სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება, შემთხვევა კრიმინალური სახისაა. გარდაცვლილი ქალის ცხედარი ავტობუსის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, მკვლელობამდე ქალი გააუპატიურეს. ის ეთნიკურად ქართველია. დუბაის მთავარი პროკურორის განცხადებით, დანაშაულებრივ ქმედებაში ერთზე მეტი პირია ეჭვმიტანილი. მომხდარის შესახებ პოლიციას დაღუპულის მეგობარმა გოგომ აცნობა. მედიის ინფორმაციით, მან აცნობა სამართალდამცველებს, რომ მისი მეგობარი ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი გააუპატიურეს და მოკლეს. დაღუპულის მეგობარი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. დუბაის პროკურატურაში აცხადებენ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)