|
2016-04-15 13:34:28, 834 ნახვა
ეკონომიკა
თბილისის ტექნოპარკში კანის ლომების ახალგაზრდული ფესტივალი გრძელდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 16 -17 აპრილს ტექნოპარკში სარეკლამო სფეროს ყველაზე დიდ მოვლენას ,,Cannes Lions’’ - ს მასპინძლობს. კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის “Cannes Lions”-ის ახალგაზრდულ კონკურსში წელს საქართველო 4 კატეგორიაში მიიღებს მონაწილეობას, ადგილობრივ კონკურსში გამარჯვებული გუნდები ივნისში კანში საერთაშორისო ფესტივალზე გაემგაზვრებიან და საკუთარ შესაძლებობებს მსოფლიოს საუკეთესოებს შორის მოსინჯავენ. ,,საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ხელს უწყობს საქართველოში კრეატიული ინდუსტრიის წინსვლას, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს ამ სფეროს განვითარებისთვის, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დავეხმაროთ მათ გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და ახალი სიტყვა თქვან მსოფლიო კრეატიულ ბაზარზე, სწორედ ამიტომ კონკურსში გამარჯვებულები ჩვენი სააგენტოს ხელშეწყობით მიემგზავრებიან კანში’’- განაცხადა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ. “ კანის ლომების ფესტივალს დიდი ისტორია აქვს, ის 62 წელია ტარდება და ჩვენ ამ მარათონში ბოლო 2 წელია ჩავერთეთ. წელს ჩვენი პროექტის გენერალური მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, მათი მხარდაჭერით საქართველო 4 გუნდით ანუ 8 ადამიანით წარსდგება ახალგაზრდულ ფესტივალზე და შეეცდება გამარჯვება მოუტანოს ქვეყანას. საქართველოში რეგისტრაცია 4 აპრილს დასრულდა, ქვეყნის ყველა წამყვანი სარეკლამო სააგენტო და დიდი კომპანია ჩაერთო პროექტში ეს უკვე დიდი გამარჯვებაა“ - განაცხადა აკო ახალაიამ.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)