|
2016-04-14 19:42:08, 1182 ნახვა
მსოფლიო
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრაა
იაპონიის სამხრეთით, კუნძულ კიუსიუზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც მედია საშუალება იტყობინება, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 21:26 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ მაშიკთან იყო, რომელიც კუმამოტოს პრეფექტურაში მდებარეობს. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა. არიან გარდაცვლილები და დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა ჯერ უცნობია. ადგილობრივი მედია შენობებში ხანძრების შესახებაც იუწყება. მიწისძვრის შედეგად, ცუნამის საშიშროება არ არსებობს. იაპონიის ზოგიერთ სარკინიგზო ხაზზე მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. ატომურ ელექტროსადგურებზე „გენკაისა“ და „სენდაიზე“ შემოწმება მიმდინარეობს. აღნიშნული სადგურები კუნძულ კიუსიუზეა განთავსებული. მიწისძვრის გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში საგანგებო შტაბი შეიქმნა. სინძო აბემ ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ზომების გატარების განკარგულება გასცა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)