|
2016-04-14 09:45:39, 461 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, წინასაარჩევნო პერიოდის ვადად სამი თვე განისაზღვროს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციას არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებულ შენიშვნებს დღეს გაუგზავნის – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება, თუმცა პრემიერმა პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, არჩევნებთან დაკავშირებული განკარგულება 8 ივლის გამოაქვეყნოს და წინასაარჩევნო პერიოდის ვადად სამი თვე განისაზღვროს. „არჩევნების თარიღთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციის შედეგად ჩამოვყალიბდით 8 ოქტომბერზე. 8ოქტომბერი გადაწყდა კონკრეტული მიზეზების გამო, კიდევ ერთხელ აღარ შევეხები უკვე ამ მიზეზებს. იყო გარკვეული იურიდიული ხარვეზი, არ მოხდა ადმინისტრაციის მხრიდან დროული და კორექტული ინფორმაციის მიწოდება, ამიტომ, დღეს ჩვენ ვაგზავნით მოტივირებულ შენიშვნებს, რათა წარმოდგენა პრეზიდენტის მხრიდან არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ მოხდეს ისეთ დროს, რომ გამოქვეყნება დაემთხვას ჩვენი მხრიდან კონტრასიგნაციას. რაც შეეხება თარიღს, ვინაიდან ამან გამოიწვია ფართო განსჯა და სამოქალაქო სექტორის და პარტიების მხრიდანაც გამოითქვა გარკვეული უკმაყოფილება 2 თვის ვადასთან დაკავშირებით. გვინდა ვთხოვოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დოკუმენტი წარმოდგენილი იქნას ისეთ დროს, რომ გამოქვეყნებაც დაემთხვას 8 ივლისს, რათა სამი თვე იქნას აღებული წინასაარჩევნო პერიოდის ვადად. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ყველანაირ გაუგებრობას და სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციებს თავიდან ავიცილებთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)