17:31 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 14:33:09, 472 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი NDI-ზე: თუ ვინმე უკმაყოფილოა, მოდის ახალი არჩევნები

რას ამბობს ქართველი ხალხი პარლამენტის თაობაზე ეს გამოჩნდება საპარლამენტო არჩევნების დროს, - ასე გამოეხმაურა NDI-ის კვლევის შედეგებს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

უსუფაშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობის მაჩვენებელი საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიო საპარლამენტო არჩევნებს შორის.

"დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერში იქნება ასეთივე მაღალი მაჩვენებელი. ეს ძალიან კონკრეტული მაგალითებით ვიცი. ნებისმიერი საპარლამენტო არჩევნების მაჩვენებელის მიხედვით ნახავთ, რომ მოსახლეობის ინტერესი პარლამენტისადმი საპარლამენტო არჩევნებისათვის იყო მაღალი, არის მაღალი და იქნება მაღალი. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის კმაყოფილი და ვინ არა თავისი არჩევანით, თავისი მაჟორიტარით ან მის მიერ არჩეული პოლიტიკური პარტიით, მოდის ახალი არჩევნები და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია უფრო დაფიქრებული გადაწყვეტილება მიიღოს", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics