|
2016-04-13 14:20:51, 4458 ნახვა
კულტურა
თიბისი გალერეა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
თიბისი გალერეაში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხატვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა, „ხატვის მაგისტრები" გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია განსხვავებულ თემატიკაზე შექმნილი 40-ზე მეტი ნამუშევარი. 7 ახალგაზრდა ხელოვანის ხელწერა და მსოფლმხედველობა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია, აბსტრაქტულ და რეალისტურ ნამუშევრებს მხოლოდ საგამოფენო სივრცე აერთიანებთ. ნამუშევრებში სხვადასხვა მასალაა გამოყენებული, მათ შორის ზეთის საღებავები და გრაფიტი. სამხატვრო აკადემიის სტუდენტების გამოფენა თიბისი ბანკსა და სამხატვრო აკადემიას შორის რამდენიმე თვის წინ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იმართება. მემორანდუმის მიხედვით, სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობის რესტავრაციის პროცესის დასრულებამდე, აკადემიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები საკუთარ სასწავლო და შემოქმედებით პროექტებს თიბისი ბანკის როგორც თბილისის, ასევე ბათუმისა და ქუთაისის საგამოფენო სივრცეში გამოფენენ. სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრებს თიბისი გალერეა მემორანდუმის ფარგლებში უკვე მეორედ მასპინძლობს. „ხატვის მაგისტრები" დამთვალიერებელს 16 აპრილამდე ელოდება.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)