|
2015-02-20 10:15:11, 674 ნახვა
საზოგადოება
კიბერუსაფრთხოების თემაზე კავკასიის უნივერსიტეტში ლექცია გაიმართა
კავკასიის უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების თემაზე ლექცია გაიმართა. ლექციის მიზანს კიბერუსაფრთხოების სფეროში სტუდენტების ინფორმირება და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. კურსი თავდაცვის სამინისტროს ს.ს.ი.პ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ და სალექციო კურსის ხელმძღვანელმა სვიმონ მასხარაშვილმა გახსნეს. მათ კიბერუსაფრთხოების სფეროს გაძლიერებისა და ამ კუთხით სტუდენტების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს. კავკასიის უნივერსიტეტში საპილოტე სახით წარმოდგენილია სალექციო კურსი. კურსი მიზნად ისახავს, სტუდენტებისთვის ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე. ბიუროს ერთ-ერთ მიზანს კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)