|
2016-04-12 19:14:42, 732 ნახვა
ეკონომიკა
კურტ ტონგი: საქართველომ შთამბეჭდავი გამოცდილება დააგროვა ეკონომიკური განვითარებისა და კარგი მმართველობის სფეროში
"საქართველომ შთამბეჭდავი გამოცდილება დააგროვა ეკონომიკური განვითარებისა და კარგი მმართველობის სფეროში" - ამის შესახებ ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველმა მოადგილემ, კურტ ტონგმა განაცხადა. მისი თქმით, 25 წლის განმავლობაში საქართველომ შთამბეჭდავი გამოცდილება დააგროვა ეკონომიკური განვითარებისა და კარგი მმართველობის სფეროში. "საყოველთაოდ ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია, განსაკუთრებულ მხარდაჭერას კი ის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მიმართ იჩენს. ჩვენი სურვილია, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობა სიღრმისეულად და უწყვეტად გაგრძელდეს. 25 წლის განმავლობაში საქართველომ შთამბეჭდავი გამოცდილება დააგროვა ეკონომიკური განვითარებისა და კარგი მმართველობის სფეროში. დღეს გამართული დიალოგის ფარგლებში, ჩვენ შევიმუშავეთ ამბიციური დღის წესრიგი, რომელსაც შეუძლია ორი ქვეყანა მომდევნო 25 წლის, და შესაძლოა უფრო მეტიხნის განმავლობაშიც, კიდევ უფრო მეტად დაუახლოვოს ერთმანეთს. ამერიკა-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობასაქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისკენაა მიმართული," - განაცხადა კურტ ტონგმა. კომისიის სხდომაზე მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათშორის, ორმხრივი და რეგიონული საინვესტიციო პროექტები. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა დატექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. ყურადღება გაამახვილეს ენერგეტიკისა დაგარემოს დაცვის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობაზე. რეგიონული ინტეგრაციის კუთხით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივას. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს რეგიონული, სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქციის გაძლიერების პროცესში. ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს გააცნო საქართველოს მთავრობის რეფორმის 4- პუნქტიანი გეგმა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამერიკელმა პარტნიორებმა პოზიტიურად შეაფასეს ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმები დამხარდაჭერა აღგვითქვეს ქართული მხარის ინიციატივების განხორციელებაში. შეხვედრას საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ: საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავითზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე; ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე,კურტ ტონგი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე, ტომას მელია. კომისიის სხდომას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მეცნიერებისა დატექნოლოგიების საკითხებში, ვონ ტურეკიანი.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)