|
2016-04-12 10:36:55, 790 ნახვა
ეკონომიკა
საგარეო უწყებაში საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს განიხილავენ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრას ქართული მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კომისიის თანათავმჯდომარეები - ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილე კურტ ტონგი და და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია ხელმძღვანელობენ. შეხვედრას ამერიკული მხრიდან საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საკითხებში, ვონ ტურეკიანი. კომისიის სხდომის ფარგლებში განიხილავენ საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის ორმხრივ და რეგიონულ საინვესტიციო პროექტებს. მხარეები ასევე იმსჯელებენ ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობაზე. რეგიონული ინტეგრაციის კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივას და ამ თვალსაზრისით საქართველოს, როგორც სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბის როლს. საუბარი შეეხება საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და პრემიერ მინისტრის ინიცირებულ 4 პუნქტიან გეგმას, რომელიც საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას, პროფესიული განათლების განვითარებას, საგადასახადო კანონმდებლობის რეფორმასა და მმართველობის ეფექტური მოდელის დანერგვას ითვალისწინებს. კომისიის სხდომაზე ასევე განიხილავენ ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებს. შეხვედრის დასასრულს სხდომის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)