|
2016-04-06 17:16:36, 1296 ნახვა
რეგიონი
არჩილ ხაბაძე „ამერიკის ეროვნული ომის კოლეჯის" კურსანტებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ამერიკის ეროვნული ომის კოლეჯის კურსანტებს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაცია საქართველოს „ამერიკის ეროვნული ომის კოლეჯის" ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის პრაქტიკული კურსის ფარგლებში სტუმრობს. მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანია ქვეყანაში და რეგიონში არსებული უსაფრთხო გარემოს და სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გაცნობა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჯგუფის წევრებისაგან შესაბამისი ინფორმაციის მიღება. შეხვედრას აშშ-ს საზღვაო ძალების ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი იულიამ კონერიც ესწრებოდა. არჩილ ხაბაძემ სტუმრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტიკური მოწყობა, რეგიონში არსებული სოციალური, ეკონომიკური და კულტურული მდგომარეობა გააცნო. ესაუბრა ასევე რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის როლზე. მეგობრულ გარემოში გამართული შეხვედრის ბოლოს ამერიკელ სტუმრებს საჩუქრად ქართული ღვინო გადაეცათ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)