02:23 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 15:59:34, 545 ნახვა

საზოგადოება
პირველმა ლედიმ შშმ პირებთან ერთად ბოულინგის ტურნირში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დღეს, ბოულინგის ტურნირში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ფარგლებში გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტურნირი „ახალგაზრდული მედია კავშირის" ორგანიზებით ჩატარდა. მისი მიზანი  შშმ პირთა აქტიური და დამოუკიდებელი ცხოვრების დემონსტრირება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და თანაბარი პირობების შექმნის ხელშეწყობაა.

მაკა ჩიჩუამ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ასპარეზობაში წარმატება უსურვა.

„ როდესაც ადამიანებს აქვთ შეზღუდული შესაძლებლობა და აქამდე თითქოს ცოტა გარიყულები იყვნენ, ახლა ასე აღარ არის და გიგანტური ნაბიჯებით მივდივართ წინ. მივხვდით, რომ ყველას შეგვიძლია ფანტასტიურად კარგი კომუნიკაცია და გვაქვს საშუალება, რომ გვიყვარდეს ერთმანეთი.

„ახალგაზრდული მედია კავშირი" ყოველთვის ახერხებს სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორციელებას და მათი სლოგანი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" ნამდვილად ამართლებს", - აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

გუნდები დაკომპლექტებული  იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და საზოგადოების ცნობილი  წარმომადგენლებისაგან, რომლებიც ასევე ეტლებით ასპარეზობდნენ.

პირველ ეტაპზე მონაწილე გუნდებს შორის გამარჯვებული მაკა ჩიჩუას გუნდი გახდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics