17:09 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-31 15:56:43, 265 ნახვა

სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა

ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარეობს, მიგრანტების მასობრივი შემოდინება ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს. ამის შესახებ ქალაქში ჩასულმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. მისი განცხადებები კაბინეტის ვებსაიტზე გავრცელდა.

პრემიერ-მინისტრმა „გუშინ მომხდარს თავდასხმა, ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა“ უწოდა.

ბოლო დღეებში, 1500-ზე მეტმა მიგრანტმა ძალით შეაღწია ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში, რომელიც გიბრალტარის სრუტის აფრიკულ სანაპიროზე მდებარეობს და მაროკოს ესაზღვრება. ავტონომიური ქალაქის მერმა, ხუან ხესუს ვივასმა, ხუთშაბათს, 30 ივლისს, განაცხადა, რომ ანკლავში „ჰუმანიტარული და სოციალური საგანგებო მდგომარეობა“ მიმდინარეობს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics