|
2016-04-06 14:43:29, 1122 ნახვა
მსოფლიო
მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა
მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა. მხარეები ზავის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სროლები რეგიონში ისევ გრძელდება, თუმცა ნაკლები ინტენსივობით. მათ შორის გამოიყენება არტილერიაც. საწინააღმდეგოს ამტკიცებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, სომხურმა მხარემ ღამის განმავლობაში რამდენჯერმე დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, თუმცა აზერბაიჯანელ სამხედროებს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნიათ. როგორც ბაქოში აცხადებენ, სამხედროები რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე პოზიციებს ამაგრებენ. მხარეებმა 5 დღიანი ბრძოლების შედეგებიც შეაჯამეს. შეგახსენებთ, რომ ე.წ. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო გენერალური შტაბის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების დროს ყარაბაღის 29 ჯარისკაცი და 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, დაჭრილია 101 სამხედრო, 26 ადამიანი კი, დაკარგულად ითვლება. საბრძოლო მოქმედებებების შედეგები ბაქოშიც შეაჯამეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრძოლების შედეგად 31 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, განადგურებულია 1 ვერტმფრენი და ერთი ტანკი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)