10:42 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-05 20:19:24, 502 ნახვა

პოლიტიკა
დავით დონდუა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბენჯამინ ზიფს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა შეხვდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ევროპის და ევრაზიის საკითხთა ბიუროს საჯარო დიპლომატიის მიმართულების კურატორს, ბენჯამინ ზიფს, რომელიც საქართველოს ნატოს სახალხო დიპლომატიის კვირეულის ფარგლებში სტუმრობს.

ბენჯამინ ზიფი შეხვედრებს მართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვან თემებთან ერთად, ძირითადად, საქართველოს ხელისუფლების მიერ სახალხო დიპლომატიის მიმართულების გაძლიერების საკითხი განიხილება.
დავით დონდუამ მიმოიხილა სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპონენტების გაძლიერების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და გასატარებელი ღონისძიებები, რაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამერიკული მხარის ჩართულობასა და მხარდაჭერას. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერების მნიშვნელობაზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს პროგრესის უკეთ წარმოჩენის მიზნით.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტის სამზადისი და მოლოდინები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამიტზე საქართველოს მიერ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით მიღწეული შედეგების სათანადო ასახვის მნიშვნელობაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics