|
2026-06-29 20:51:22, 2485 ნახვა
პოლიტიკა
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
საკმაოდ გადაჭრით ვიტყვი, არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით,ხატავს ძალიან ბევრს, აკადემიური მიმართულებით კი, იკვლევს ფილოსოფიასა და ხელოვნების ისტორიას. „ეს არის ორი სფერო, რომელიც ძალიან მაინტერესებს. გარდა ამისა, ვესწრები ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრებს, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს. ნებისმიერი საქმე მოითხოვს დაუღალავ შრომას. ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო ამ ორ მიმართულებაში. საქართველოს მოქალაქე ვარ. ჩემი აზრის დაფიქსირება, დიალოგში შესვლა ნებისმიერ თემაზე არ მიმაჩნია არაკომფორტულად ან ურთიერთგამომრიცხავად სხვა პროფესიაში საქმიანობასთან“, – განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებთან დიალოგი გაგრძელდეს. „მე პირადად ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. ნაკლებობა იყო დიალოგის, ამ მიმართულებით მიდის მუშაობა და გარკვეული პროგრესიც არის. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში მოხერხდება ფორმატის გააუმჯობესონ. სხვა მხრივაც თუ წამოვა ინიციატივები, რომ მეტი დიალოგი დაინერგოს, კარგი იქნება“, – განაცხადა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)