|
2026-06-29 11:11:12, 593 ნახვა
საზოგადოება
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება. ამჯერად, Punchline Profit-ის სტუმრები „ტელაგრის“დამფუძნებელი, ირაკლი ჩიქავა და „დომინოს პიცას“დამფუძნებელი, მიხეილ ალხანიშვილი იქნებიან. სტუმრები ისაუბრებენ იმაზე, თუ რატომ შეიძლება სწორი შეხვედრა უფრო ღირებული იყოს, ვიდრე მილიონიანი მარკეტინგული ბიუჯეტი. ასევე, იმ გამოწვევაზე, რომელიც წარმატებული ბიზნესის შექმნის შემდეგ იწყება: რა უნდა აკეთოს დამფუძნებელმა მაშინ, როდესაც კომპანიას მისი ყოველდღიური ჩართულობა აღარ სჭირდება. გულწრფელი დიალოგის, რეალური ბიზნესგამოცდილებებისა და იუმორის საშუალებით, ეპიზოდი შეეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: საერთაშორისო გაფართოება, ლიდერობა, დელეგირება, დამფუძნებლის როლი და ბიზნესის განვითარების შემდეგი ეტაპი. Punchline Profit-ის მეორე ეპიზოდის წამყვანები უცვლელად, შოთი არველაძე და გიორგი მარრი იქნებიან, თანაწამყვანის ამპლუაში კი, ამჯერად, BLC Law Office-ის მმართველი პარტნიორი და ინვესტორი, ქეთევან ქვარცხავა წარდგება. მეორე ეპიზოდიც, ტრადიციულად, სამ ძირითად ნაწილს გააერთიანებს - დისკუსიას, ბიზნესთერაპიას და გამოსავლის ძიებას. Punchline Profit-ის თითოეული ეპიზოდის, ასევე სხვადასხვა სახის კონტენტის ნახვა ბიზნესშოუს YouTube-ის გვერდზე, ასევე, ონლაინ პლატფორმებზე - Facebook, Instagram, LinkedIn-სა და TikTok-ზეა შესაძლებელი. ბიზნესშოუ მედია კომპანია Shark Media-ს ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მხარდამჭერია თიბისი ბიზნესი, მხარდამჭერი კი - Visa. პროექტის მიზანს საქართველოში მოქმედი ბიზნესების ფინანსური და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს, მარტივად გასაგები და განსხვავებული ფორმით.
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)