|
2026-06-28 17:42:40, 3479 ნახვა
პოლიტიკა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დააფუძნა. დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ დელეგატებმა ყიფიანი აირჩიეს. "დღეს არის პოლიტიკური პარტია "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი ყრილობა, მაგრამ ყოველგვარი პირფერობის გარეშე მინდა ვთქვა - ეს არ არის ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მიიღო დრომ და იმ მოლოდინებმა, რაც ქვეყანაში შეიქმნა, ამიტომ, ჩვენი მხრიდან მხოლოდ ფორმალური პასუხი არის ამ მოლოდინებთან დაკავშირებით. დღევანდელი დღე დიდი მოგზაურობის დასაწყისია. იმედია, ეს მოგზაურობა ამ მოლოდინების საპასუხო იქნება". - თქვა ყიფიანმა. ყრილობაზე ასევე აირჩიეს პოლიტსაბჭოს წევრები: რუსუდან თევზაძე, ვახტანგ კაპანაძე, ვალერი ჩეჩელაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი და გიორგი ანთაძე. ხოლო სარევიზიო კომისიის შემადგენლობაში გიორგი შალამბერიძე, ბექა ბოჭორიშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ივერი მისრიაშვილი არიან. ჯერ საქართველოს აღმასრულებელი მდივანი ზურა შარაშენიძე იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)