|
2026-06-26 18:43:43, 2739 ნახვა
საზოგადოება
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაციისა და მათთვის საინტერესო თემებზე კვალიფიციური ინფორმაციის უწყვეტად მიწოდების მიზნით, საკომუნიკაციო კამპანიას - „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს. ინიციატივის ფარგლებში, კომპანიის სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები მომხმარებლების შეკითხვებს პასუხობენ და დეტალურ ინფორმაციას აწვდიან. კამპანია მიზნად ისახავს, გაზარდოს ცნობადობა სალომბარდე მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მომხმარებლებს მისცეს შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები პირდაპირ სფეროს პროფესიონალებისგან მიიღონ. ამ მიზნით, ინფორმაცია ექსპრეს ლომბარდის ბლოგზე პერიოდულად ქვეყნდება. პროექტის ფარგლებში პირველი ბლოგპოსტი თემას - „შენი სამკაულის ნამდვილი ღირებულება ლომბარდში“ - ეხება. მასში განხილულია, თუ რა ფაქტორები განსაზღვრავს ძვირფასი ნივთის ღირებულებას და როგორ მიმდინარეობს შეფასების პროცესი. „როგორც ექსპერტ-შემფასებლის მთავარი ამოცანა ნივთის ღირებულების ზუსტი და სამართლიანი დადგენაა. სწორედ შეფასების პროცესის ირგვლივ არსებული კითხვების გამო შევქმენით ბლოგების სერია – „ჰკითხე ექსპერტს“. ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა ფილიალში ვაფასებთ არა მხოლოდ ყვითელ ოქროს, არამედ თეთრ ოქროს, ვერცხლს და ბრილიანტსაც. ამასთან, ვიყენებთ მხოლოდ ისეთ მეთოდებს, რომლებიც ნივთს არ აზიანებს, მისი ემოციური და მატერიალური ღირებულების სრული პატივისცემით“, - ამბობს ნინო პაპკიაური, ექსპრეს ლომბარდის ექსპერტ-შემფასებელი ექსპრეს ლომბარდი მოუწოდებს მომხმარებლებს, აქტიურად ჩაერთონ კამპანიაში და მათთვის საინტერესო შეკითხვები დასვან. კომპანიის ექსპერტები მზად არიან, თითოეულ კითხვას მომდევნო ბლოგებში უპასუხონ. პროექტისა და შეფასების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ექსპრეს ლომბარდის ბლოგს.
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)