|
2026-06-26 12:26:55, 1234 ნახვა
პოლიტიკა
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი მხეიძე დააკავეს. "არ არის ის ეტაპი, ბრალის აღიარებაზე რომ ვისაუბროთ. ჩვენ არ განგვიხილავს ეს საკითხი. 4 საათი გვქონდა საქმის გასაცნობად და მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების საკითხით შემოიფარგლა ჩვენი კომუნიკაცია. 3 წელია გასული იმ ფაქტიდან, რომელზეც ედავებიან", - ამბობს ირაკლი მხეიძის ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე ფორმულასთან. სასამართლო პროცესი გუშინ გვიან ღამით მიმდინარეობდა და საქმეზე დაკავებულ 16-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიება ყოფილ მაღალჩინოსანს რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და დანაშაულებრივი ჯგუფის მფარველობაში ედავება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2018-2025 წლებში მოქმედმა მასშტაბურმა სქემამ უკანონოდ 53 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. საქმეზე ძებნა გამოცხადდა კიდევ სამ პირზე, მათ შორის ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრზე, მიხეილ ჩოხელზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)