|
2016-04-05 11:39:19, 1268 ნახვა
მსოფლიო
ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენი ძალაში დღეს შევიდა
უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს განაჩენი ძალაში შევიდა, - ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. დღეს სავჩენკოს განაჩენი ძალაში შევიდა, რადგან სააპელაციო სარჩელის წარდგენის ვადა გავიდა. კანონის თანახმად, განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ, ანუ დღეიდან 10 დღის განმავლობაში სავჩენკო იმ ციხეში უნდა გადაიყვანონ, სადაც ის 22 წლიან პატიმრობაში იქნება. ჯერ უცნობია თუ რომელ კოლონიაში გადაიყვანენ სავჩენკოს, თუმცა მისი ადვოკატის თქმით უკრაინის ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ სავჩენკომ სასხელი უკრინის ერთ-ერთ ციხეში მოიხადოს. გარდა ამისა, მას აქვს იმედი, რომ რუსული მხარე პატიმრების გადაცვლაზე დათანხმდება. ცნობისთვის, როსტოვის ოლქის დონეცკის სასამართლომ უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 22 წელი მიუსაჯა. შეგახსენებთ, რუსული გამოძიების მტკიცებით, 2014 წლის ივნისში ლუგანსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს სავჩენკომ რუსი ჟურნალისტების ადგილსამყოფელის შესახებ კოორდინატები უკრაინელ სამხედროებს გადასცა, რასაც მათი საარტილერიო შეტევა მოჰყვა. იერიშის შედეგად ორი რუსი კორესპონდენტი დაიღუპა. მას ასევე ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)