|
2026-06-24 19:56:17, 2169 ნახვა
პოლიტიკა
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
ვროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებელი, ედიტე ესტრელა, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას „მნიშნველოვნად და გადაუდებლად“ აფასებს და საფრთხეებზე მიუთითებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშზე საუბრისას პორტუგალიელმა მომხსენებელმა განაცხადა, რომ საქართველოში „დემოკრატიის ჩამოშლა სერიოზულ ეჭვებს“ აჩენს მთავრობის მზაობაზე, დაიცვას ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებები. ასევე, PACE-ს თანამომხსენებელი ქვეყანაში ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ გააქტიურებულ რეპრესიებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დემოკრატიული უკუსვლა და ოპოზიციისა თუ სამოქალაქო სექტორის მიმართ რეპრესიები ევროპის საბჭოს წევრობის ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. “ეს არის საქართველოზე მესამე ანგარიში, რომელიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში წარმოვადგინეთ. ეს აჩვენებს მნიშვნელობას და გადაუდებლობას, რომელსაც საქართველოში უპრეცედენტო დემოკრატიულ უკუსვლას ვანიჭებთ. წინა ორი ანგარიში სასწრაფო პროცედურის ფარგლებში იქნა წარდგენილი… [ბოლო] რეზოლუციის მიღების შემდეგ, დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა და ინოვაციები განიცადა, ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული ხმების მიმართ რეპრესიები. ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ იქნა განხორციელებული. საქართველოში დემოკრატიის მიმდინარე ჩამოშლა და ასამბლეის რეკომენდაციებზე რაიმე პასუხის არარსებობა, სერიოზულ ეჭვებს აჩენს [საქართველოს] მთავრობის მზაობაზე, დაიცვას ევროპის საბჭოში საქართველოს წევრობის ვალდებულებები. სამწუხაროდ და დიდი შეშფოთებით, მმართველი უმრავლესობის ინიციატივა აკრძალონ საქართველოში ოპოზიციის თითქმის ყველა დემოკრატიული პარტია, ჯერ კიდევ შესაძლოდ რჩება და ცოტა ხნის წინ გაფართოვდა. დემოკრატიული ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერის სისხლის სამართლით დევნა პოლიტიკურად მოტივირებული და მოგონილი ბრალდებებით გრძელდება. ბოლო კვირების განმავლობაში დევნა უფრო ინტენსიური გახდა და გენერალურმა პროკურორმა ამ ე.წ. “საბოტაჟის ქეისებზე” რამდენიმე მოსმენა ჩაატარა. თუ ეს ორი მოვლენა გაგრძელდება, ისინი ერთპარტიულ სისტემას ჩამოაყალიბებენ საქართველოში, რაც მიუღებელია და შეუთავსებელია ევროპის საბჭოს წევრობასთან”, - განაცხადა ესტრელამ.ES
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)