|
2026-06-23 21:26:06, 3128 ნახვა
პოლიტიკა
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, მეორე მსოფლიო ომში ოსების როლი აღნიშნა და ხაზი გაუსვა, რომ ამ ხალხს შეუძლია თავისი წინაპრებით იამაყოს. „ვიცი, რომ გამარჯვების დღე სამხრეთ ოსეთში ფართოდ აღინიშნება და არა შემთხვევით, რადგან ოსებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში, დიდ სამამულო ომში“, - განაცხადა პუტინმა ცხინვალის „ყოფილ ლიდერთან“, ალან გაგლოევთან შეხვედრის დროს. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ოსები პირველ ადგილზე არიან ერთ სულ მოსახლეზე საბჭოთა კავშირის გმირების რაოდენობით და ეს ასევე ეხება ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს. მან აღნიშნა, რომ 34 ოსიდან რვა ადამიანს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება და ფრონტზე წასულთა თითქმის ნახევარი აღარ დაბრუნებულა, რაც მნიშვნელოვან დანაკარგს წარმოადგენს. „და რა თქმა უნდა, როგორც სამხრეთ ოსეთს, ასევე მთლიანად ოსეთს, ოსეთის ხალხს, შეუძლია იამაყოს თავისი წინაპრებით“. ეს არის ნათელი, გმირული გვერდი ოსი ხალხის ისტორიაში“, - დასძინა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)