|
2026-06-23 19:33:06, 1602 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და მეწარმეებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 24 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ბანკის 4B სივრცეში (ალექსანდრე ყაზბეგის N15) გაიმართება მარიამ ბეროძის ვორკშოპი „როგორ ვიპოვოთ სიტყვები, რომლებიც ყიდის?“ ვორქშოფი განკუთვნილია მეწარმეებისთვის, რომლებიც საკუთარი ბრენდის კომუნიკაციის გაძლიერებასა და ეფექტური ქოფირაითინგის ტექნიკების ათვისებას ისახავენ მიზნად. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაიგებენ:
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, მეწარმეებს შევთავაზოთ არა მხოლოდ ფინანსური პროდუქტები, არამედ ცოდნა და პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც მათ ბიზნესის ზრდაში დაეხმარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ბიზნეს 360˚-ის საგანმანათლებლო შეხვედრების სერია, სადაც მონაწილეები სხვადასხვა სფეროს წამყვანი პროფესიონალებისგან იღებენ გამოცდილებას. გვჯერა, რომ ძლიერი კომუნიკაცია და სწორად ჩამოყალიბებული ბრენდის ხმა თანამედროვე ბიზნესის წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, — აცხადებს ეკატერინე ჭურაძე, საქართველოს ბანკის არაფინანსური პროდუქტების განვითარების და სუბსიდირებული პროექტების სამსახურის უფროსი. ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდზე: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-events/details/6a2977bd3f8971000753056b
GITA-ს ორგანიზებით და ბაზისბანკის მხარდაჭერით ზუგდიდის ტექნოპარკში აგრო-ჰაკათონი AgriHack 2026 გაიმართა
თურქეთი ერთიან ევროგადახდების სივრცეში გაწევრიანებას გეგმავს
1000 დღე ომის დაწყებიდან - თელ-ავივში მრავალათასიანი აქცია გაიმართა
საქართველოს ბანკის YouTube პროექტი „Creator ჩემპიონატი” გრძელდება - არ გამოგრჩეთ მეორე ეპიზოდი
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)