09:36 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 19:48:18, 393 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე სომეხ კოლეგას მთიან-ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ  სატელეფონო საუბარი გამართა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედვარდ ნალბანდიანთან.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ დააფიქსირა, რომ ძალზე შეშფოთებულია უკანასკნელ დღეებში მთიან-ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაშორიშორების ხაზზე სიტუაციის ესკალაციითა და თანმდევი მსხვერპლით, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაში.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე მთავარია შეწყდეს საომარი მოქმედებები და რეგიონში მშვიდობამ დაისადგუროს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო დაპირისპირების გაგრძელება უკიდურესად გაართულებს არსებულ მდგომარეობას და ნეგატიურად აისახება რეგიონის სტაბილურობაზე.

სომეხ კოლეგასთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით სიტუაციის დეესკალაციისათვის ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენების მნიშვნელობაზე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics