|
2026-06-22 10:55:26, 1521 ნახვა
ეკონომიკა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
თიბისის მობაილბანკში ახალი შესაძლებლობა გელოდება - ახლა უკვე შეგიძლია შენი მეგობარი ციფრული ბანკინგის სამყაროში მოიწვიო და ორივე 8-8 ლარით დასაჩუქრდეთ. მობაილბანკის ახალი ფუნქციონალის დახმარებით, მეგობრის მოწვევა მარტივად შეგიძლია - იპოვე მოსაწვევი ბმული მობაილბანკის პროფილის განყოფილებაში, გაუზიარე მეგობარს და ერთად მიიღეთ საჩუქარი ერთგულ ყულაბაში. საჩუქრის მისაღებად, მოწვეულმა მეგობარმა უნდა გაიაროს მობაილბანკის რეგისტრაცია, მიიღოს უფასო თიბისი ბარათი და შემდეგ, შეასრულოს მინიმუმ 5 ლარის ღირებულების ერთი გადახდა. გადახდა შესაძლებელია როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ ტერმინალზე; ასევე, უშუალოდ მობაილბანკიდან - გადახდების გვერდზე განთავსებული სერვისებით, მაგალითად, კომუნალური გადასახადების გადახდით ან მობილურის ბალანსის შევსებით. პირობის შესრულების შემდეგ, როგორც მოწვევის გამომგზავნი, ისე ახალი მომხმარებელი მიიღებთ 8 ლარს ერთგულ ყულაბაში. შეგიძლია მოიწვიო საქართველოს ნებისმიერი სრულწლოვანი მოქალაქე, რომელსაც აქამდე თიბისის მობაილბანკით არ უსარგებლია. მოწვეულ მეგობართა რაოდენობა შეზღუდული არ არის - რაც უფრო მეტ ადამიანს გააცნობ მობაილბანკის შესაძლებლობებს, მით მეტ საჩუქარს მიიღებ. როგორც თიბისის მობაილბანკის სხვა განახლებული ფუნქციონალები, მეგობრების მოწვევის ფუნქციონალიც იმ მთავარ მიზანს ემსახურება, რომ ჩვენს მომხმარებლებს ყოველდღიურობა გავუმარტივოთ. მობაილბანკის განვითარებით, ვქმნით გამოცდილებას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფინანსური სერვისები კიდევ უფრო მარტივად მიიღონ და შესაძლებლობები ერთმანეთს გაუზიარონ. თვითონ სცადე - მოიწვიე მეგობარი.
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)